ეპიდემიის გავრცელების საშიშროება-დეტალები რამდენიმე წუთში ქრონიკაში 20:30-ზე

ასობით მკვდარი თევზი აზოტის ტბებზე-რუსთავის აზოტის საკუთრებაში არსებული ტბების ნაპირებზე , წყალმა ასობით მკვდარი თევზი გამორიყა.

აღნიშნული ტბები წლებს წინ, აზოტის წარმოების პროცესის შემოწმების მიზნით მოეწყო და ეგრედწოდებული ინდიკატორის როლს ასრულებს.

ტერიტორიაზე ლამშემკრები ნაგებობაა მოწყობილი, თევზი კი ტბაში, წარმოების პროცესის შესამოწმებლად მოაშენეს.

აღნიშნული დეტალები ტვ4-ს იმ პირმა განუმარტა , რომელსაც ტერიტორიის მეთავლყურეობა აქვს დავალებული და აზოტის ქარხნის თანამშრომელია.
მისი განცხადებით ,ტექნიკური დეტალი ე.წ ფარი დაზიანდა, რამაც ერთ- ერთი ტბის დაცლა და თევზის დახოცვა გამოიწვია.

ტერიტორია შემოღობილი არ არის და ტერიტორიაზე შესვლა ნებისმიერი მოქალაქისთვის ნებადართულია.

ქარხნის თანაშრომლებმა tv4-თან პირად საუბარში აღნიშნეს, რომ მოსახლეობამ თევზი საკვებადაც წაიღო და არ არის გამორციხული ,რომ სავაჭრო დახლებზე მათი რეალიზაცია უკვე მოხდა.

ამ ეტაპზე ვერცერთი უწყება ვერ შეძლებს უარყოს ან დაადასტუროს შეესაბამება თუ არა ეს ფაქტი სიმართლეს.

საკითხის შესწავლა სურსათის ეროვნულ სააგენტოს არ დაუწყია.

არცერთი უწყება ადგილზე ლაბორატორიული კვლევის ჩასატარებლად არ მისულა და არც მოქალაქეების გამოკითხვა მომხდარა.

შესაბამისად არავის აქვს პასუხი კითხვაზე თევზის მასიური დახოცვის მიზეზი ტბის დაცლაა თუ ის ფაქტი ,რომ აზოტში საწარმოო პროცესი არასწორად წარიმართა და მავნე ნივთიერებების წყალში მოხვედრის შედეგად საკმაოდ დიდი რაოდენობით თევზი წყალმა გამორიყა.

აზოტში საკითხზე ოფაციალური განმარტება არ კეთდება.

გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ტბის მეთვალყურეს მხოლოდ გაესაუბრნენ და ტერიტორია დაათვალიერეს.

სატელევიზიო კომენტრზე უწყებაში უარი თქვეს და სიტყვიერად tv4- თან განმარტეს, რომ ადგილზე გარემოსდაცვითი დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა.

იგეგმება თუ არა უახლოეს დღეებში საკითხის საფუძვლიანად შესწავლა უცნობია.

შესაბამის უწყებების წარმომადგენლები, მათი განმარტებიდან გამომდინარე, საკითხზე მუშაობას აღარ აპირებენ.

რაც შეეხება თევზს, რომელიც ტბების მიმდებარედ სანაპიროზე ამ დრომდე ყრია,მეთვალყურე ტრაქტორით ორმოს ამოთხრას და დახოცილი თევზის დამარხვას იმ მიზნით გეგმავს ,რომ ეპიდემიის გავრცელება აიცილოს თავიდან , თუმცა არ არის გამორიცხული ,რომ ტერიტორიაზე ეპიდემიის გავრცელება უკვე დაწყებულია,რადგან თევზი რამდენიმე დღეა ნაპირზე ყრია და ლპობა აქვს დაწყებული.

ადგილზე აუტანელი უსიამოვნო სუნია. ხშირად ამ ადგილებში მიუსაფარი ძაღლები და საქონელიც გადაადგილდება.

რა სიტუაცია დახვდება tv4-ის გადამღებ ჯგუფს ადგილზე, რამდენიმე დღეში ქრონიკის გამშვებიდან შეიტყობთ.