თელეთში თანამედროვე სპორტული სტადიონი მოეწყო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ  თელეთის ახალგაზრდებს ამიერიდან განხლებული სპორტული სტადიონით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ.მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე სპორტული სტადიონის მოსაწყობად თანხები  2019 წლის ბიუჯეტში იქნა გათვალისწინებული.

 კომბინირებული მინი სტადიონის მშენებლობა  ამ  დროისთვის დასრულებულია. სამუშაოების ღირებულებამ  142 904 ლარი შეადგინა.

სარეაბილიატაციო სამუშაოების  შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება  კვადრელმა შეასრულა.

 ამ ეტაპზე სპორტული მოედნის მოწყობა მუნიციპალიტეტის მასშტაბით რამდენიმე სოფელში ერთდროულად მიმდინარეობს .