ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ლიეტუვას ქალაქ პანევეჟისიდან ჩამოსულ დელეგაციას უმასპინძლა. ლიეტუვადან რუსთავში სტუმრად სკოლამდელი დაწესებულების გაერთიანების ხელმძღვანელი და ბაგა-ბაღების დირექტორები იმყოფებოდნენ.
სტუმრობის მთავარ მიზანს საქართველოში ბაღების მუშაობის სპეციფიკის გაცნობა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.
ვიზიტის ფარგლებში ,უცხოელი სტუმრები რუსთავის 41-ე ბაღის ფილიალს ესტუმრნენ და საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლამდელი განათლების დაწესებულების წარმომადგენლები ბაღის აღნიშნულ ფილიალში კვების სისტემის, უსაფრთხოების სტანდარტებისა და სწავლების მეთოდებს ადგილზე გაეცნენ.