მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი – წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1962 წელს დაბადებული კ.ხ. და 1979 წელს დაბადებული მ. ჰ. დააკავეს.

მათ ბრალი, ჯგუფურად არაერთგზის ჩადენილ ქურდობაში ედებათ.

დანაშაული 4-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულში, სხვადასხვა დროს, ოთხი საცხოვრებელი სახლი გაქურდეს.

პოლიციამ მოპარული ნივთების დიდი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულმა კ.ხ. – მ მარნეულში კიდევ სამი სახლი გაქურდა.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში არაერთგზის უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ „ბ“ ,,გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.