პარიზის პოლიციამ მომიტინგეთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

პარიზის პოლიციამ „ყვითელჟილეტიანთა“ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შეტაკებები პოლიციასა და ანტისამთავრობო დემონსტრანტებს შორის მაშინ მოხდა, როდესაც პოლიცია ცდილობდა მათთვის გზის გადაკეტვის საშუალება არ მიეცა.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია 24 ადამიანი.

ე.წ. ყვითელჟილეტიანთა საპროტესტო აქციები შარშან, 2018 წელს დაიწყო. აქციები, რომელიც თავიდან საწვავის ფასის გაპროტესტებად დაიწყო, საბოლოოდ ანტისამთავრობო დემონსტრაციებში გადაიზარდა