14 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით,დაგეგმილი პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 14 ნოემბერს 17:00-დან 17:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეუწყდებათ აბონენტებს ქ. რუსთავში მეგობრობის, მესხიშვილის, თოდრიას, კლდიაშვილის, ფალიაშვილის, ლომოურის, მშენებელთა და მიმდებარე ქუჩებზე, მე-11, მე-7, მე-7ა, მე-6 მიკრორაიონებში.
10:00-დან 16:00 საათამდე – (მონაცვლეობით) მომხმარებლებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში მარტყოფი, საცხენისი, სააკაძე, დიდი ლილო, ახალსოფელი, თელეთი, სართიჭალა, მუხროვანი, მზიანეთი, ვაზიანი და მიმდებარე ტერიტორიებზე.

10:00-დან 18:00 საათამდე – სოფელ გამარჯვებას. 11:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ლემშვენიერა, გამარჯვება, რუსთავში მშვიდობის ქუჩაზე.
10:00-დან 19:00 საათამდე – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს კასუმლო, არაფლო, ულაშლო, ახლომახმუდლო, ბეითარაბჩი, ქუშჩი და მიმდებარე სოფლებს.
11:00-დან 17:00 საათამდე – სოფლებს აზიზკენდი, თაზაქენდი, ალგეთი, თაზაკენდი, გაჯისაქენდ, ლეჟბადინი, დიდი მუღანლო და მიმდებარე სოფლებს.
11:00-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ყიზილაჯლო, მარნეულში ჯანდარის, 26 მაისი, 300 არაგველის და მიმდებარე ქუჩებზე.

კომპანიის ინფორმაციით,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.