19 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით,დაგეგმილი პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ,19 ნოემბერს 17:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეუწყდებათ აბონენტებს სოფლებში ვაზიანი, მარტყოფი, გამარჯვება.

11:00-დან 13:00 საათამდე – მომხმარებლებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტალავერი, პატარა დარბაზი. 13:00-დან 14:00 საათამდე – სოფლებს ქვედა ბოლნისი, ხატისოფელი, ვანათი, ზემო ბოლნისი, ფოლადაური, სამწვერისი, სამტრედო, ხიდისყური, ქ. ბოლნისში მაშავერას, ათონის ქუჩებს.

11:00-დან 12:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს კიზილ-აჯილო, სამხედრო ნაწილი, მარნეულში გუდიაშვილის, ჯავახიშვილის, 26 მაისი, ქობულეთის, ლაღიძის და მიმდებარე ქუჩებს.

12:30-დან 16:00 საათამდე – წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებს თრიალეთი, ხრამჰესი, კავთა, განთიადი, ბედიანი.

კომპანიის ცნობით,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება