ახალგაზრდა მამაკაცი ბასრი საგნით დაჭრეს

გორში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.  ახალგაზრდას ბასრი საგნით მიყენებული შემავალი ჭრილობები აღენიშნებოდა.

 

ექიმების ინფორმაციით, კლინიკაში შეყვანისას პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო. ახალგაზრდა მამაკაცს მუცლის ღრუში შემავალი 3 ჭრილობა აღენიშნებოდა.  დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების საფუძველზე, ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი.