მშვიდობის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ორშაბათიდან განახლდება

მშვიდობის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით ერთი წლის წინ უნდა დასრულებულიყო, თუმცა პროცესი ამ დრომდე შეჩერებულია. შემსრულებელმა კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოების გაგრძელება ვერ შეძლო. რის შედეგადაც მასთან გაფორმებული ხელშეკრულება რუსთავის მერიამ შეწყვიტა. გზის დაუსრულებელი სამუშაოების გამო ტრანსპორტი რუსთავის სხვა ქუჩების მიმართულებით შეფერხებულად დადის. ადგილობრივების ცნობით, მათ დედაქალაქში წასვლის პრობლემებიც ხშირად აქვთ.

რუსთავის მერის პირველი მოადგილის  განცხადებით, მშვიდობის ქუჩაზე ახალი შემსრულებელი კომპანია სამუშაოებს ორშაბათიდან განაახლებს და წლის ბოლომდე დაასრულებს. ბესიკ ტოგონიძე “ტვ4-თან” საუბრის დროს აღნიშნავს, რომ რუსთავის ერთ ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაციაზე 709 000 ლარია გამოყოფილი.