ნანა შატბერაშვილმა რუსთავის მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საწარმოს დირექტორს უჩივლა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ნანა შატბერაშვილმა რუსთავის მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საწარმოს დირექტორის, ჯურხა ბენდელიანის წინააღმდეგ პოლიციაში საჩივარი შეიტანა.

შატბერაშვილის თქმით მას შემდეგ რაც მან მუნიციპალურ ტრანსპორტში საბჭოთა ბილეთების შესაძლო გამოყენების ფაქტზე განცხადება გააკეთა, მუნიციპალური საწარმოს დირექტორმა მას დაურეკა და დაემუქრა.

როგორც tv4-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გამოძიება 151–ე მუხლით მიმდინარეობს.