რუსთავში 4 ათას აბონენტს MAR TV შპს სერვისბოქსის სატელევიზიო მომსახურება არ მიეწოდება.

დილიდან კორპორაციის ოფისში მოსახლეობის რიგები არ წყდება. აბონენტები საკითხში გარკვევასა და სატელევიზიო მომსახურების აღდგენას სიჯისის აბონენეტად დარეგისტრირებას ითხოვენ.

საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციაში – სიჯისი დღეს განმარტება გაკეთდა.

გენერალური დირექტორის განცხადებით, კომპანია ,,სერვისბოქსმა“, რომელსაც ქსელში დაშვების უფლებაზე სიჯისისთან ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და მარტ ტვ ტელევიზიის ტრანზიტს ახორციელებს ხელშეკრულების პირობა დაარღვია და გაუფრთხილებლად აბონენეტები გათიშა.

როგორც ცნობილი გახდა ხელშეკრულება 2020 წლის 14 თბერვლამდე მოქმედია. ნანა შარაშენიძის განცხადებით, ყველა აბონენეტის ჩართვა და მათთვის მომსახურების გაწევის აღდგენა სიჯისის მიერ მოხდება.

კომპანია სერვისბოქსთან და მალტისოფტთან კი სამართლებრივი დავა გაგრძელდება.