ბენზინგასამართ სადგურზე ხანძრისას სამი ადამიანი დაშავდა

ფიროსმანის ქუჩაზე, ბენზინგასამართ სადგურზე ხანძრისას სამი ადამიანი დაშავდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქების საშიშროება მოხსნილია და ხანძარი ლიკვიდირებულია.

ხანძრის მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა მუშაობა დაასრულეს.

შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ისინი დამწვრობის ცენტრში არიან გადაყვანილები.