როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გორიდან გაუჩინარებული არასრულწლოვანი გოგონა ნაპოვნია და ის უკვე კანონიერ წარმომადგენლებთან იმყოფება.
გოგონა გორში მოქმედი მცირე საოჯახო სახლის ბენეფიციარია.
არასრულწლოვანი გორიდან 22 დეკემბერს გაუჩინარდა. საოჯახო სახლის ადმინისტრაციამ გოგონას ადგილსამყოფელის დასადგენად ახლობლებთან გადამოწმება დაიწო, შემდეგ კი, პოლიციას მიმართა. გოგონას სამძებრო სამუშაოები ოფიციალურად, 26 დეკემბრის დილიდან მიმდინარეობდა.