პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 10 თვის განმავლობაში, იანვრიდან ოქტომბრამდე პერიოდში, სხვადასხვა ქვეყანაში დაახლოებით, 40-მდე ვიზიტი განახორციელა, რაშიც 1 417 534 ლარი დაიხარჯა. უშუალოდ პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სამივლინებო ხარჯები 341 800 ლარს შეადგენს.
ყველაზე მეტი თანხა პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს დახარჯა. აშშ-ში ვიზიტის განმავლობაში, უშუალოდ პრეზიდენტის სამივლინებო ხარჯი 144 616 ლარს შეადგენს, ადმინისტრაციის დანარჩენმა თანამშრომლებმა კი, აშშ-ში, ამავე ვიზიტის პერიოდში, 131 845 ლარი დახარჯეს.
ყველაზე მცირე თანხა დანიაში, კოპენჰაგენში ერთდღიანი ვიზიტისას დაიხარჯა და ის 2 279 ლარს შეადგენს.









