“რუსთავის მუნიციპალურ ტრანსპორტში საბჭოთა დროინდელი ბილეთები გაიცემა”

დღეს დილიდან სოციალურ ქსელში ინფორმაცია გავრცელდა. მომხმარებელმა ფოტო გამოქვეყნა და აღნიშნა რუსთავის მუნიციპალურ ტრანსპორტში თანხის გადახდის შემდეგ საბჭოთა დროინდელი ბილეთები გაიცემა. როგორც ცნობილი გახდა, ინფორმაცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა გაავრცელეს. tv4-თან საუბარში ნანა შატბერაშვილმა აღნიშნული ფაქტი შეაფასა და აღნიშნა ,რომ ეს შემთხვევა კორუფციის ნიშნებს შეიცავს და მუნიციპალური ავტობუსების საწარმოს დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

რაც შეეხება საწარმოს ოფიციალურ პოზიციას. tv4-ს განუმარტეს ,რომ მსგავსი სერვისი საწარმოს არ აქვს და ბილეთებს, რამდენიმე მძღოლი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე აღრიცხვისთვის იყენებს.

აღნიშნული კი მათ მგზავრების რაოდენობის დათვლაში ეხმარება. საწარმოს წარმომადგენლის განმარტებით ,ბილეთების სისტემით რუსთავის მუნიციპლუr ავტობუსებში დანერგილი არ არის.