“ბიბისის” ცნობით,ნიგერიაში ტერორისტებმა 11 ქრისტიანი მძევალი სიკვდილით დასაჯეს.
მათივე ცნობით, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა 11 მძევლის მკვლელობის ვიდეო ინტერნეტით გაავრცელეს.
ვიდეოჩანაწერში ტერორისტები აცხადებენ, რომ „ქრისტიანების მკვლელობა მათი ლიდერის ლიკვიდაციისთვის შურისძიებას წარმოადგენს“.
მოკლული მძევლების ვინაობა უცნობია, თუმცა ვიდეოში ჩანს რომ ყველა მსხვერპლი მამაკაცია. ვიდეოჩანაწერი „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებად საინფორმაციო სააგენტოებზე გავრცელდა.