შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის ინფორმაციას აქვეყნებს. როგორც ცნობილი გახდა, 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგიერთი საგნის ტესტში ცვლილება შევა. ცვლილებები ისტორიის, უცხოური ენებისა და მათემატიკის გამოცდას შეეხება. კერძოდ, უცხოური ენებისა და ისტორიისა გამოცდა შინაარსობრივად შეიცვალა, მათემატიკის გამოცდის მინიმალურმა ზღვარმა კი დაიწია და ტესტმა ქულების გადანაწილების კუთხით ,ტექნიკური ცვლილება განიცადა .
ისტორიის გამოცდის ტესტში ღია დავალებების რაოდენობა გაიზრდება, დახურული დავალებების რაოდენობა კი შემცირდება.
ისტორიის გამოცდაში უცვლელი რჩება მინიმალური კომპეტენციის პროცენტული ზღვარი. ყველა უცხოური ენის ტესტში 2 სიახლე განხორციელდა: მე-2 დავალება, რომელიც წაკითხულის გააზრებას ამოწმებდა ჩანაცვლებულია მოსმენის დავალებით.