2020 წლის აპრილიდან თბილისში არასრულწლოვანთა სამმართველო ამოქმედდება, რომელსაც სპეციალიზებული გამომძიებლები ეყოლება.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამმართველოს საწყის ეტაპზე 25 სპეციალიზებული გამომძიებელი ეყოლება. ასევე, შეიქმნება კრიზისულ სიტუაციებში რეაგირების უწყებათაშორისი დეტალური გეგმა, სადაც ყველა აქტორთან დაკავშირებული კონკრეტული ნაბიჯები და ვალდებულებები გაიწერება.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, პროცესი ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში მიმდინარეობს და მას კოორდინაციას ადამიანის უფლებათა სამდივნო უწევს.