ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. შემთხვევა ხულოში, ღორჯომის თემში მოხდა, სადაც მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა.
დაშავებული ახალგაზრდა საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.