გარდაბნის N1 საჯარო სკოლაში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრმა აბიტურიენტებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
ცენტრის წარმომადგენლებმა აბიტურიენტებს 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
საუბარი გამოცდებისთვის რეგისტრაციასა და საგამოცდო პროცესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან დეტალებს დაეთმო.
ცენტრის ინფორმაციით, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები საქართველოს მასშტაბით სხვა რეგიონებშიც გაიმართება.
შეხვედრას გარდაბანში აბიტურიენტები და პედაგოგები ესწრებოდნენ.