რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა მხეიძემ პარლამენტში ინტერუწყებრივი ჯგუფის შეხვედრაზე ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. დეპუტატმა ხაზი გაუსვა,რომ ქალაქში ეკონომიკური წინსვლა და პოტენციალის გაზრდა მნიშვნელოვანია,თუმცა ეს ადამიანების ჯანმრთელობის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს.
დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა ,ასევე სამოქალაქო პროტესტზე და აღნიშნა,რომ სამოქალქო რესურსით შეძენილ ჰაერის მონიტორინგის დანადგარსა და უწყების დანადგარს შორის რეალური განსხვავება არსებობს და ეს საკითხი გადახედვას საჭიროებს.
” ნებისმიერი სხვა ქალაქის მაჩვენებელი ინდუსტრიალიზაციის განისაზღვებოდა იმით,რაც მეტი ბოლო ამოდიოდა, და ეს იყო რუსთავში არცთუისე შორეულ წარსულში. ეკოლოგიური პრობლემები სიმძაფრით იდგა და მაშინ ამაზე არავინ ლაპარაკობდა. დღეს ჩამოყალიბებული ვართ ,რომ გვინდა საწარმოები,ეკონომიკა ,გავზარდოთ პოტენციალი ,მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს მოქალაქეთა ჯანმრთელობის ხარჯზე.
ქალაქში შეიქმნა სამოქალაქო მოძრაობა ,რომელთა სლოგანი არის “გავიგუდეთ”. ესენი არიან ღირსეული ახალგაზრდა ხალხი, პოლიტიკური მდგენელის გარეშე, არ იკარებენ არავის ,ვისაც შეიძლება პოლიტიკური ინტერესი დაუნახონ. მათ მოახერხეს შეეძინათ ძვირადღირებული აპარატურა და ახდენენ სამრეწველო რაიონში ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერების მონიტორინგს. გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოსაც აქვს ასეთი სადგური ,რომელიც ძალიან დიდხანს, ოთხ კომპონენტს აღნუსხავდა, ახლა დაემატა ახალი ფუნქციები. დანადგარი იქნა შეცვლილი, ბევრად მეტ კომპონენტიანია ,მაგრამ მინდა გულწრფელად ვთქვა,რომ სამოქალქო მოძრაობისა და უწყების დანადგარს შორის არის სერიოზული აცდენები და ამასთან დაკავშირებითაც დაგვჭირდება გარკვეული კონსულტაციები ,შეჯერება.კვლევის თანახმად, ჰაერის დაბინძურება 72 %-ით არის გაზრდილი და ეს რიცხვი თუ სწორია არის ძალიან შემაშფოთებელი. “-განცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა მხეიძემ .
პაატა მხეიძემ ინტერუწყებრივი ჯგუფის შეხვედრაზე ,მოსახლეობასთან კომუნიკაციის და ინფორმაციის გადამოწმების აუცილებლობაზეც ისაუბრა.
” იგივე მოსახლეობასთან კომუნიკაციის დროს, მივმართეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრს, მივიღეთ მონაცემები,მაგრამ კომუნიკაციაში,როდესაც ჩნდება შიში, სურათები, ქალაქის ჩაბნელებული გამონაბოლქვით, ყველა ჩვენ უბედურებას ვუკავშირებთ,კონკრეტულ მიმართულებას , არის ინფორმაცია,რომ ამ ფონზე გაზრდილია სხვადასხავა დაავადებები, ამასაც კონტროლი და გადამოწმება სჭირდება. მინდა ,რომ ამ ფორმატში აქტიურად ჩაერთოთ.”-განაცხადა პაატა მხეიძემ