მანქანა ორ არასრულწლოვანს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში. რუსთაველის ქუჩაზე ავტომანქანა ორ არასრულწლოვანს, 14–15 წლის გოგონებს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილები.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი ინდენტიფიცირებულია.