პედაგოგების ტრენინგი ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა პრევენციის საკითხზე დასრულდა

რუსთავის მე–9 საჯარო სკოლის მე–7 და მე–8 კლასის დამრიგებლებმა ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა პრევენციის საკითხზე ტრენინგში მონაწილეობისთვის სერთიფიკატი მიიღეს.

გადამზადების კურსს მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლები უძღვებოდნენ და შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრებიც ესწრებოდნენ.

რუსთავის მე-9 სკოლის გარდა ტრენინგში თბილისის საჯარო სკოლებიც მონაწილეობენ. ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის პროგრამას მანდატურის სამსახური ევროკავშირის პროექტთან „ევროკავშირის მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს.