რუსთავის საჯარო სკოლებში მოსწავლეთა დასწრება შემცირებულია

რუსთავის საჯარო სკოლებში მოსწავლეთა დასწრება შემცირებულია. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით ,მონიტორინგის მიხედვით, ქალაქის 26-ვე სკოლის მონაცემებით, საერთო ჯამში სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადება 45 % შეადგენს.

მოსწავლეთა სიმცირის მიზეზად ძირითადად, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ბავშვების რაიონებში ყოფნას ასახელებენ .

როგორც ვარაუდობენ, მოსწავლეთა დასწრების დღეს არსებული პროცენტული მაჩვენებელი ორშაბათიდან უნდა გაიზარდოს.