ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზუგდიდში, სოფელ  ყულიშკარში. გავრცელებული ინფორმაციით,  სამარშუტო ტაქსი ამოყირავდა. შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

შემთხვევის მიზეზი  სავარაუდოდ,მიკროავტობუსის საბურავების დაშვება გახდა.

დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.