ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმე- სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკავებულ შსს-ს თანამშრომელს თანამდებობა ჩამოერთვა.
ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შემდეგ, სასამართლომ კიდევ ერთი სხდომა ჩაატარა და პროკურატურის მეორე შუამდგომლობაზე იმსჯელა. ბრალდების მხარე დაკავებული პირის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვდა.
აღსანიშნავია,რომ ბრალდებული ზურაბ ფოფხაძე შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსის თანამდებობას იკავებდა.
საქმის პროკურორის განცხადებით, ამ თანამდებობაზე ყოფნით არსებობდა ვარაუდი , რომ ბრალდებული გამოძიებას ხელს შეუშლიდა. ამასთან სახელმწიფო ბრალდების მტკიცებით, შესაძლოა, მას სამსახურეობრივი უფლებამოსილების გამოყენებით მოწმეებზე ზემოქმედება მოეხდინა ან დანაშაული შეემსუბუქებინა .
მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ შსს-ს თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დღეს შეეფარდა.
 
		 
    








