იარაღის გავარდნის შედეგად 6 წლის ბავშვი დაიღუპა

Update: იარაღის გავარდნის შედეგად 6 წლის ბავშვი დაიღუპა.  შემთხვევა სოფელ კვახჭირში მოხდა.  როგორც ცნობილი ხდება, ოჯახი ბავშვის ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას  საკუთარი ძალებით შეეცადა. სასწრაფო დახმარების ჯგუფი  მათ გზაში დაეწია,თუმცა მოზარდი უკვე გარდაცვლილი იყო.

როგორც Tv4-მა გაარკვია, სანადირო თოფიდან ტყვია გარდაცვლილის სამი წლის ძმას გაუვარდა და 6 წლის მოზარდს მოხვდა.

ბავშვის ცხედარი ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში გადაასვენეს. ადგილზე საპატრულო პოლიციაა  მობილიზებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში tv4-ს განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო,რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

წყარო: მეგა ტვ