მეგა შოუს რუსთაველ კონკურსანტს საკუთარი ქალაქის მხარდაჭერა სჭირდება (+ვიდეო)

მეგა შოუს რუსთაველ კონკურსანტს თანამოქალაქეების მხარდაჭერა სჭირდება. 20 წლის ცოტნე გელოვანი “დიდი სცენის” კონკურსანტია. ცოტნე ათეულში იმყოფება და მეორე ლაივ კონცერტისთვის ემზადება,რომელიც 12 იანვარს გაიმართება. კონკურსანტები ამჯერად ქართულ რეპერტუარს წარმოადგენენ.

ცოტნეს მხარდასაჭერად დარეკეთ ნომერზე 0322 77 99 10.

“პირველ რიგში, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ქალაქს, სკოლა “რეცას” და ყველა იმ ადამიანს ,ვინც მხარი დამიჭირა პირველ ტურში, მათი დამსახურებით გავხდი ლიდერი და მიხარია ,რომ ამხელა სითბოს და მხარდაჭერას ვგრძნობ ადამიანებისგან”-აცხადებს ცოტნე Tv4-თან.

როგორც რუსთაველი კონკურსანტი ამბობს, მეორე ტურში ყველასთვის ცნობილი სიმღერის ახლებურ ვერსიას შეასრულებს. ცოტნე ფიქრობს,რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის და ჟიურის და ხალხის მოწონებას დაიმსახურებს.

ცოტნე გელოვანი მეგა შოუ “დიდი სცენის”  კონკურსანტია,რომელმაც პირველ ლაივ კონცერტზე ჟიურისგან  ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო და ხალხის რჩეული გახდა.