ფინეთის პრემიერი ოთხდღიანი სამუშაო კვირის შემოღების ინიციატივით გამოდის

„Independent“-ის ინფორმაციით,  ფინეთის პრემიერ-მინისტრი ოთხდღიანი სამუშაო კვირის შემოღებას აპირებს. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ხალხი იმსახურებს იმას, რომ ოჯახის წევრებთან და საყვარელ ადამიანებთან მეტი დროის გატარების შესაძლებლობა ჰქონდეთ. 

„მჯერა, ხალხი იმსახურებს, რომ დაუთმონ მეტი დრო ჰობს და კულტურას“,- აცხადებს ფინეთის პრემიერი.

შეგახსენებთ, მანამდე მარინი სამუშაო დღის ხანგრძლივობის ექვს საათამდე შემცირების  ინიციატივით გამოვიდა. სარინი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ოთხ დღიანი სამუშაო კვირის შემოღების საკითხი მთავრობაში არ განიხილება და ეს მხოლოდ მისი პირადი ინიციატივაა.

ამასთან, სანნა მარინი მსოფლიოში მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა მეთაურია. სოციალ-დემოკრატი მარინი ფინეთის პრემიერ-მინისტრად დეკემბერში აირჩიეს.