საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, ამბელოკიპის უბანში, ძარცვის მცდელობისას მიღებული ტრავმისგან საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.
ბერძნული მედიის ცნობით, 31 დეკემბერს ათენში საქართველოს 2 მოქალაქე ბინის გაძარცვას ცდილობდა. მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს. მიმალვის მცდელობისას საქართველოს ერთ-ერთმა მოქალაქემ ფეხით შუშა გატეხა და მიღებული ჭრილობისგან საავადმყოფოში მისვლისთანავე გარდაიცვალა.
ათენში მომხდარ შემთხვევას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. საგარეო უწყება ძარცვისა და საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს.