გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 იანვარს 11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს სოფლებში ყარაჯალარი, ველი, გაჩიანი, ფონიჭალა, აღთაკლია, რკინიგზის სადგურის დასახლებაში.
13 იანვარს 10:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ახკერპი, ჩანახჩი, ოფრეთი, ხოხმელი.
11:00-დან 18:30 საათამდე – აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში განთიადი, დიდი დმანისი, მაშავერა, კიზილქილისა, ჯავახი, ვარდისუბანი, განთიადი, კაკლიანი და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიაში აცხადებენ,რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.