2019 წლის საუკეთესო ნაკრების ტიტული წყალბურთის ეროვნულ ნაკრებს გადაეცა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ნომინაციაში – 2019 წლის საუკეთესო ნაკრები გუნდი სათამაშო სახეობებში, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები დააჯილდოვა, რომელმაც  ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, 2019 წლის სპორტული მოვლენების შემაჯამებელი ღონისძიება – „წლის სპორტსმენი“ მიმდინარეობს. დაჯილდოების ყოველწლიურ ცერემონიაზე საუკეთესოები 11 ნომინაციაში ჯილდოვდებიან, ასევე დაწესებულია 10 სპეციალური პრიზი.