22 იანვარს, რუსთავში წყლის მიწოდება შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია “რუსთავის წყალი” ავრცელებს. კერძოდ,
UPDATE:სააკაძის ქ.N1-ის მიმდებარედ, მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 14:30-დან 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
ბათუმის N30, 32, 34, 36 და სააკაძის ქ. N5 კორპუსს.
ქ. რუსთავში, მე-7ა მ/რ-ს N3-ის მიმდბარედ, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 14:00-დან 20:00 წყალმომარაგება შეუწყდება:
მე-7ა მიკრორაიონს.
სამშვილდის ჩიხში, ტარდება ქსელის გადაერთება, რის გამოც 11:00-დან 18:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება:
სამშვილდის, ნეკრასოვის, ბერიტაშვილის და ტოლსტოის ქუჩებს.