ამსტერდამში აფეთქება მოხდა. ნიდერლანდების დედაქალაქში საფოსტო ოფისში წერილში ჩადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.აღსანიშნავია,რომ ეს ფოსტით გაგზავნილი ბომბის პირველი საქმე არაა, რომელსაც ჰოლანდიის პოლიცია იძიებს.
მანამდე მსგავსი გზავნილები სასტუმროში, სადგურსა და უძრავი ქონების სააგენტოში გაგზავნეს. პოლიცია ვარაუდობს, რომ ამ გზავნილებს შორის კავშირია.