აფრიკაში, ქალაქ ლაგოსთან ქართველი მეზღვაურები გაიტაცეს

აფრიკაში, ქალაქ ლაგოსთან ქართველი მეზღვაურები გაიტაცეს.

გავრცელებული ინფორმაციით,  აფრიკის ქალაქ ლაგოსთან მდებარე ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს საქართველოს დროით დაახლოებით, დილის 5:00 საათზე მეკობრეები თავს დაესხნენ.

გემიდან 10 მეზღვაური გაიტაცეს, მათ შორის, რამდენიმე საქართველოს მოქალაქე.

როგორც ცნობილი ხდება, გატაცებისას მეკობრეებმა ცეცხლი გახსნეს.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში მომხდარის შესახებ  ჯერ-ჯერობით ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობენ.