დიდთოვლობის გამო, ბახმაროში ვერტმფრენის სადგომის სახურავი ჩაინგრა

ბახმაროში, დიდთოვლობის გამო, ვერტმფრენის სადგომის სახურავი ჩაინგრა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს სადგომზე კერძო კომპანიის ერთი ვერტმფრენი იდგა, რომელიც ტურისტებს ემსახურება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.