თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრწყლებში ხანძარი მესამე დღეა რაც მძვინვარებს. მეხანძე-მაშველები ცეცხლის ლიკვიდაციას ვერ ახერხებენ. ქრობის პროცესს ძლიერი ქარი და რთული რელიეფი აფერხებს.
რთული რელიეფის გამო სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკა ასვლას ვერ ახერხებს და ადგილზე მეხანძრე-მაშველები ტერიტორიას მხოლოდ ცეცლმაქრებით ამუშავებენ.
ხანძარია ასევე, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში. აქაც, ანალოგიურად, ქრობის პროცესი ქარისა და რთული რელიეფის გამო ფერხდება.