ლეონიძის ქუჩაზე ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა

ლეონიძის 4 ნომერში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო სამსახურის 2 ბრიგადა და კრიმინალური პოლიცია.

როგორც ტვ4-ის ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ავტომანქანა ფარეხში იყო, როდესაც ცეცხლი გაჩნდა.

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.