ავსტრალიაში უხვი ნალექის შედეგად, ხანძრები თითქმის სრულად ჩაქვრა

ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის შტატში, წყალდიდობაა, რაც ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. 

მეტეოროლოგების განცხადებით, სავარაუდოდ, უხვი ნალექი ავსტრალიაში კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

წვიმამ ავსტრალიაში არსებული ხანძრები, რომლებიც გასული წლის სექტემბრიდან მძვინვარებს, თითქმის სრულიად ჩააქრო.