მარნეულში სამოქალაქო აქტივისტის დაკავების საქმე-რუსთავის სასამართლოსთან აქტივისტები შეიკრიბნენ

 რუსთავის საქალაქო სასამართლოსთან სამოქალაქო აქტივისტები იყვნენ შეკრებილები- მარნეულში დაკავებული რაშან ზიადალიევის საქმეზე, დღეს სასამართლოსთან აქტივისტები მარნეულიდან ჩამოვიდნენ.

ახალგაზრდების შეკრების მიზეზი, მარნეულში ორი დღის წინ,პოლიციის მიერ სამოქალაქო აქტივისტის დაკავება გახდა.  სამოქალაქო აქტივისტის ინფორმაციით, მისი დაკავების საქმეზე, დღეს სასამრთლო პროცესი 10:00 საათზე იყო ჩანიშნული,რის შესახებაც მას პოლიციამ აცნობა,თუმცა რუსთავში ჩამოსვლის შემდეგ,მას კვლავ დაურეკა სამართალდამცველმა და უთხრა,რომ პროცესი დღეს არ შედგებოდა. 

მარნეულში  სამოქალაქო აქტივისტი რაშან ზიადალიევი პოლიციამ 8 თებერვალს დააკავა, აქტივისტი პოლიციის განყოფილებაში დაუმორჩილებლობის გამო, გადაიყვანეს. 

როგორც ზიადალიევი აცხადებს,  8 თებერვალს ავტომობილიდან ორი პირი გადმოვიდა, რომელთაგან ერთს პოლიციის ფორმა ეცვა,მეორეს კი სამოქალაქო ტანსაცმელი. სამართალდამცველებს მისთვის სურათის გადაღება უნდოდათ ,თუმცა ამის უფლება არ მისცა. რაშანი პოლიციის განყოფილებაში 1 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. 


რაშანის  ინტერესებს  “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი იცავს.

 

 

 

ფოტო: რადიო მარნეული