რუსთავში ჰაერის დაბინძურებამ 74%-ს მიაღწია

რუსთავში ჰაერის დაბინძურების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის ცნობით, რუსთავში ჰაერის დაბინძურებამ 74%-იან ნიშნულს მიაღწია.

ქალაქში ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი პარამეტრი და პროცენტული წილი მტვრის მყარ ნაწილაკებზე PM10-სა  და PM2.5-ზე ნაწილდება.

ამავდროულად, ბათუმის ქუჩაზე არსებული სადგურის მონაცემებით ჰაერში „co“-კონცეტრაციები უკვე მე-11 დღეა აღარ იზომება.

საქართველოში ყველაზე დაბინძურებული ქალაქის სტატუსის შემდეგ, რუსთავი მძიმე ეკოლოგიური პირობებით, ევროპის კონტინენტზე ლიდერულ პოზიციებს ინარჩუნებს და ქალაქი ჰაერის დაბინძურების კუთხით, ევროპაში პირველ ადგილზეა.

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთ გზად ახლადშემუშავებულ კანონპროექტს ასახელებენ, რომელიც ჰაერის დამაბინძურებელი საწარმოებისთვის საჯარიმო სანქციების გაზრდას ითვალისწინებს და ამბობენ, რომ ის გარემოს უკონტროლო დაბინძურების შეჩერების პროცესში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.