ბოლო მომაცემებით, ჩინეთში ახალი კორონავირუსით 811 ადამიანია გარდაცვლილი, – ინფორმაციას „როიტერსი“ ჩინეთის ნაციონალურ კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში 2019-nCoV ვირუსით კიდევ 89 ადამიანი გარდაიცვალა და მსხვერპლის საერთო რაოდენობა 37-ით მეტია, ჩინეთში, 2004-2004 წლებში, მწვავე რესპირატორული სინდრომის (SARS) ეპიდემიის შედეგად გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობაზე.
ამასთანავე, ჩინეთში, კორონავირუსით დაინფიცირების 37,198 დადასტურებული შემთვევა გამოვლინდა.
შეგახსენებთ, 2004-2004 წლებში, SARS-ის კორონავირუსის ეპიდემიას 774 ადამიანი ემსხვერპლა.