ზღვის სანაპიროზე ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა ბათუმში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით,ქალი სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.
ცხედარი ამ დროისთვის ,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.
მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.