კორონავირუსი ესპანეთშიც დაფიქსირდა

ესპანეთში, ჩინეთში გავრცელებული ახალი კორონავირუსის  პირველი შემთხვევა გამოვლინდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსი კანარის კუნძულებზე მყოფ პირს დაუდასტურდა. ის ერთ-ერთი იყო ხუთ ადამიანს შორის, რომლებსაც ექიმები აკვირდებოდნენ.

კორონავირუსი გადამდებია. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსმა ჩინეთში 259 ადამიანი იმსხვერპლა. ინფიცირებულთა რაოდენობამ კი – 11 ათასს გადააჭარბა.

ვირუსი დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ: ტაილანდში, აშშ-ში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში , ნეპალში, ავსტრალიაში, ტაივანზე, მალაიზიაში, იაპონიაში, ტიბეტში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში, ინდოეთში, ფილიპინებზე, ვიეტნამსა, კანადაში, ესპანეთში და შვედეთში.