მოსკოვში ქართველ სპორტსმენს გიორგი ყუშიტაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

 ქართველ მოკრივეს, რუსეთის ორგზის ჩემპიონს გიორგი ყუშიტაშვილს, რომელსაც ბრალად სამართალდამცველზე თავდასხმა და ნარკოტიკების შენახვა ედება, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, სპორტსმენი  მოსკოვის N1 საგამოძიებო იზოლატორში ე.წ. „მატროსკაია წიშინაში“ მოათავსეს. მათივე ცნობით,სასამართლომ ყუშიტაშვილს საპატიმრო ვადა 1-ელ აპრილამდე განუსაზღვრა.

შეგახსენებთ, ქართველი სპორტსმენი და მისი მეგობარი ოვიკ ოგანისიანი 2 თებერვალს, ფრუნზეს სანაპიროზე დააკავეს, რა დროსაც სპორტსმენმა ერთ-ერთ პოლიციელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ​ოგანისიანი გამოძიებასთან მოწმის სახით თანამშრომლობს.

რუსი სამართალდამცველების ცნობით, ყუშიტაშვილისგან 0.61 გრამი კოკაინი ამოიღეს.