რუსთავის მერიის სოციალურ სამსახურს ფუნქციები დაემატა

სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურს ახალი უფლებამოსილება დაემატა და სახელი შეეცვალა. ამის შესახებ დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.

კერძოდ, როგორც საკრებულოს სხდომაზე რუსთავის მერიის აპარატის ხელმძღვანელმა, ნინო ნიკოლავამ განაცხადა, ცვლილება ბავშვთა ძირითადი უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების ფუნქციების აღნიშნული სამსახურის უფლებამოსილებაში გადასვლით არის განპირობებული.

დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხს უყარეს კენჭი და დადებითად შეაფასეს.

შეიცვალა სამსახურის სახელწოდება და „მერიის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის, ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდული განვითარების სამსახური“ეწოდა.

ცვლილება ძალაში 1-ლი ივნისიდან შევა.

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნინო ქავთარაძე ხელმძღვანელობდა.