უცნობმა პირებმა საავადმყოფოს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

უცნობმა  პირებმა გურჯაანის საავადმყოფოს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. 

გავრცელებული ინფორმაციით,პირებმა ცეცხლსასროლი იარაღი იმ მიმართულებით ისროლეს, სადაც მკვლელობისთვის ნასამართლევი, ციხიდან რამდენიმე თვის წინ გამოსული, მალხაზ ბადუაშვილი იმყოფებოდა, თუმცა ამ ვერსიას შსს-ში არ ადასტურებენ. 

უწყების ცნობით, პირები, რომლებმაც საავადმყოფოს მიმართულებით ისროლეს დაკავებულები არ არიან. გამოძიება სისხლის სამართლის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.