უცნობმა პირებმა გურჯაანის საავადმყოფოს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
გავრცელებული ინფორმაციით,პირებმა ცეცხლსასროლი იარაღი იმ მიმართულებით ისროლეს, სადაც მკვლელობისთვის ნასამართლევი, ციხიდან რამდენიმე თვის წინ გამოსული, მალხაზ ბადუაშვილი იმყოფებოდა, თუმცა ამ ვერსიას შსს-ში არ ადასტურებენ.
უწყების ცნობით, პირები, რომლებმაც საავადმყოფოს მიმართულებით ისროლეს დაკავებულები არ არიან. გამოძიება სისხლის სამართლის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.