ძარცვის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს

პოლიციამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, ორი არასრულწლოვანი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, ბრალდებულები ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მდებარე სასურსათო მაღაზიაში უკანონოდ შეიჭრნენ, სავაჭრო ობიექტის მეპატრონეს გარკვეული ოდენობის თანხა და პროდუქცია წაართვეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ ორივე არასრულწლოვანი მომხდარიდან მალევე დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია ნაძარცვი პროდუქცია და თანხა.

​გამოძიება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვას გულისხმობს.​ დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.