გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 თებერვალს 11:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრწყაროში 9 აპრილის, აღმაშენებლის, ბაგრატიონის, ბარნოვის, წმინდა ნინოს, თამარ მეფის და მიმდებარე ქუჩებზე, 15:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ახალწყალი, თელეთი, მუხრან თელეთი, კრწანისი და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.